იტალიასაზოგადოება

პოლიციასთან შეტაკებები და მაღაზიების ძარცვა ტურინსა და მილანში: შსს გაფრთხილებას იძლევა (ვიდეო)

ახალი შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

გუშინ, 26 ოქტომბერს, საღამოს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებსა და არასანქცირებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა მილანში. აქციის მონაწილეები კონტეს ახალი დეკრეტით შემოღებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. Corriere della Sera-ს ინფორმაციით,  აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, გავრცელებული ცნობით, უმეტესად – ძალიან ახალგაზრდები.

ძალადობები დაიწყო კორსო ბუენოს აირესზე, ქალაქის ყველზე კომერციულ ქუჩაზე. მილანის ვაგზლის სიახლოვეს პოლიციელი დაიჭრა, სავარაუდოდ, მსუბუქად – მას ნასროლი ნივთი მოხვდა, შესაძლოა, ბოთლი. იგი დახმრების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„Ansa“-ს ცნობით, მილანში რეგიონის ხელისუფლების რეზიდენციის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციელებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ. 28 ადამიანი დააკავეს და პოლიციიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

არეულობები, ვანდალიზმის აქტები და მაღაზიების გაძარცვის შემთხვევები მოხდა ანალოგიური აქციის დროს ქალაქ ტურინში. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ეგვიპტელი (ერთ-ერთი – არასრულწლოვანი), რომლებმაც ვია რომაზე „გუჩის“ მაღაზია გაძარცვეს. დააკავეს 3 იტალიელი, ერთი მათგანი – Louis Vitton-ის მაღაზიის ძარცვისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში. ტურინში 10-მდე პოლიციელი დაშავდა.

ტურინი, 26.10.2020, „ანსა“

ტურინში ტაქსისტებმა მანქანებით პიაცა კასტელო დაიკავეს, კრემონაში რესტორატორები პრეფექტურის წინ შეიკრიბნენ შეზღუდვების გასაპროტესტებლად, შემდეგ კი ჭურჭელი დატოვეს მიწაზე; კატანიაში ქაღალდის ბომბებს ისროდნენ პრეფექტურის შენობის მიმართულებით; ტრევიზოში ათასობით მონაწილემ ვიარეჯოზე გზა გადაკეტა, მათ მხრჩოლავი კოჭები და პეტარდები ისროლეს.

გენუაში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რესტორატორები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ახალი DPCM-ს გასაპროტესტებლად ნიღბების გარეშე გამოვიდნენ.

მსგავს აქციებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოთსა თუ სამხრეთში მდებარე ქალაქებში მოეწყო, ყველგან არეულობები და ძალადობრივი ქმედებები ახლდა, პოლიციელებს მხრჩოლავ კოჭებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ.

პროტესტი გამოიწვია მთავრობის დადგენილებამ, რომლის თანახმადაც, 18:00 საათზე იკეტება ყველა ბარი და რესტორანი და საზკვების სხვა ობიექტები. მთავრობამ არ გამორიცხა შემდგომი შეზღუდვებიც.

ტურინი, 26.10.2020. Ansa

აქციების გამართვა იტალიის ქალაქებში უახლოეს საათებშიც იგეგმება.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებას იძლევა აქციების დროს ძალადობრივ ქმედებებსა და არეულობებთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებების მთავარი მოქმედი პირები იყვნენ, არაფერი აქვთ საერთო ადამიანთა იმ კატეგორიებთან, რომლებიც, ასე თუ ისე, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბოლო თვეების კრიზისის დროს, არამედ ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მიზანი – გამოიწვიონ არეულობები: რადიკალური ჯგუფები, მემარჯვენე ექსტრემისტები, მცირე სოციალური ცენტრები, სუბიექტები, რომლებიც წვრილმანი დანაშაულებებით ცხოვრობენ და რომელთაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები იყენებენ. დაინტერესებული სუბიექტები შეეცდებიან მომდევნო დღეებში გამოცხადებული დემონსტრაციებიც სათავისოდ გამოიყენონ და პროვოკაციები მოაწყონ.

შსს-ს განცხადებით, უკვე მიღებულია პრევენციული ზომები და ექსცესებს აღარ დაუშვებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close