კრიმინალისაქართველო

„5 კაცი ჰყავს იმ ბიჭს ორ წელიწადში დაჭრილი, ციხეში უნდა იჯდეს“ – ახალი დეტალები ჟვანია-თოფაძის დაჭრის საქმეზე

გასული ზაფხულის ხმაურიანი თემა გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმე გახდა. ბიზნესმენის შვილიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა ბუსა ჟვანიამ დაჭრა.

დაპირისპირება თოფაძეების სახლში გოგოს გამო მოხდა. ბუსა ჟვანია ბიზნესმენის ოჯახში ნასვამი მივიდა და ლევან თოფაძეს მძიმე ჭრილობები მიაყენა.

ბუსა ჟვანია ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბიზნესმენის ოჯახი კი გეგმავს, ლევან თოფაძე სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანოს.

„პრაიმამბები“ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა:

ბატონო გოგი, როდის და სად მიგყავთ სამკურნალოდ თქვენი შვილიშვილი?

როცა გაიხსნება ფრენები, ლევანს წავიყვანთ სამკურნალოდ გერმანიაში. ბებიაჩემი გერმანელი იყო, იქ ნათესავები მყავს და ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვი იქ წავიყვანო. თან ექიმებსაც ვიცნობ.

ვერ დადის თქვენი შვილიშვილი?

დადის, მაგრამ ფეხს ვერ გრძნობს.

ბუსა ჟვანიას დედასთან თუ გქონდათ რაიმე სახის მოლაპარაკება?

არ მაინტერესებს, რა აინტერესებს იმ ქალს. მადლობა თქვას იმ ქალბატონმა, 3-4 წელი რომ მისცენ მის შვილს და ციხეში ჩასვან. 5 კაცი ყავს დაჭრილი ამ ორ წელიწადში იმ ბიჭს და ეს იცის ყველამ. მაგაზე დამირეკეს მინისტრებმა და მთლად უფროსებმა. დაწყნარდეს, 3-4 წელი უნდა იყოს ციხეში, დამთავრებულია საუბარი.

primeambebi.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close