ტექნოლოგიები

H&M-მა დანერგა ტექნოლოგია, რომლითაც ძველ ტანსაცმელს ახლად აქცევს

პოპულარულმა ბრენდმა H&M-მა, რომელიც ტანსაცმელს აწარმოებს, დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომლითაც ძველი ტანსაცმლის განახლება ხდება. ამის შესახებ Fast Company წერს.

შვედურმა კომპანიამ წარმოადგინა ტექსტილის გადამამუშავებელი მანქანა Loop-ი, რომელიც ძველ ტანსაცმელს ანაწევრებს, შემდეგ კი ქმნის ქსოვილს, რომლითაც ახალი ტანსაცმელი იკერება.

დანადგარი არ გამოიყენებს წყალს და ქიმიკატებს, რაც ქსოვილის წარმოებას ეკოლოგიურს ხდის. სტოკჰოლმის მოსახლეობას შეუძლია ჩააბაროს ძველი ტანსაცმელი, რაშიც მათ კომპანია $11-იდან $16-დოლარამდე უხდის. ძველი ტანსაცმლისგან ნახევარ საათში ახალი ქსოვილი მიიღება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close