საზოგადოება

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. ალუდა გოგლიჩიძეს  ყოფილი მეუღლე ბავშვების წართმევას აბრალებს. კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანს თავისი მეუღლე უპირისიპირდება.

თეონა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე მას ბავშვებს  არ აჩვენებს. მათი საერთო 12 წლის შვილი 3 წელია, რაც მამასთან  ცხოვრობს და იგი დედის ნახვის სურვილს არ გამოთქვამს. თეონა ჯულუხაძე ბავშვის ამ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიურ ძალადობას აბრალებს.

„განათლების სისტემაში არის ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზე, ეს გახლავთ ალუდა გოგლიჩიძე. მე ვარ დედა, რომელიც, უბრალოდ, ვითხოვ ჩემი შვილების დაბრუნებას და გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს ამ შეუმდგარი სისტემის და მოძალადე მამის წინააღმდეგ, რომ მე ჩემი შვილები უკან დავიბრუნო“, – ამბობს თეონა ჯულუხაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ყოფილი ცოლ-ქმარი შვილებზე ორი წელია დავობს.

„მთავარი არხი“ ალუდა გოგლიჩიძეს  დაუკავშირდა, რომელმაც  შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მასთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ. ბავშვების მამა სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს. ალუდა გოგლიჩიძე  პოლიტიკური  პარტია  „შენების მოძრაობის“ წევრია და სწორედ ამიტომაც ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის  ბრალდებებს პოლიტიკურ კონტექსტი აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლიდან  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის – თეონა ჯულუხაძის საცხოვრებელი სახლი განისაზღვრა, თუმცა რადგან ერთ-ერთი ბავშვის სურვილი მამასთან ცხოვრება იყო, ალიმენტის გადახდა დედას დაეკისრა. ალუდა გოგლიჩიძე კი მცირეწლოვანი ბავშვის ალიმენტს იხდის. თეონა ჯულუხაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ფსიქოლოგიური ძალადობა 7 წლის ბავშვზეც დაიწყო და სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.

თეონა ჯულუხაძე იმ ძალადობაზეც საუბრობს, რომელის მსხვერპლიც ქორწინებაში ყოფნის დროს 17 წლის მანძილზე იყო. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ალუდა გოგლიჩიძეს შემაკავებელი ორდერი გამოეწერა.

დახმარების მიზნით მან სახალხო დამცველს მიმართა. ბავშვების უფლებების დასაცავად სახელმწიფომ სოციალური სამსახური ჩართო, თუმცა ორივე მშობელი მათ არასათანადო მუშაობაზე საუბრობს.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close