ჯანმრთელობარჩევები

2020 წლის ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლები – რომელ დღეებში გვმართებს სიფრთხილე

მიმდინარე წლის ოქტომბერში, საბედნიეროდ, ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები არ არის მოსალოდნელი, ამის მიუხედავად მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს მაინც ყურადღება მართებთ – უნდა გაითვალისწინონ პროგნოზები არაკეთილსაიმედო დღეებთან დაკავშირებით და მოემზადონ მაგნიტური ველის ცვლილებაზე თავიანთი ორგანიზმის პასუხისთვის. უპირველესი რეკომენდაციაა: ამ დღეებში უარი თქვით ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

2020 წლის ოქტომბერში მაგნიტური ქარიშხლის დღეებია:

1-ლი ოქტომბერი – სუსტი

29 ოქტომბერი – სუსტი

30 ოქტომბერი – სუსტი

2020 წლის 1-ლი ოქტომბერი – მოსალოდნელია სუსტი გეომაგნიტური რყევა, რომელსაც მხოლოდ ჰიპერტონიით დაავადებული და მეტეოდამოკიდებული ადამიანები იგრძნობენ. დაბალი ინტენსივობის მიუხედავად მას სერიოზული შედეგები ექნება რისკის ჯგუფებისთვის, იმდენად რამდენადაც ოქტომბრის პირველი დღის მაგნიტური ქარიშხალი 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლის გამოძახილია. პირველი ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლის უარყოფით ზეგავლენასთან გასამკლავებლად სიფრთხილის რამდენიმე მარტივი წესი დაგეხმარებათ: ჯანსაღი კვება წინა დღეს, კოფეინსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, კონტრასტული შხაპი და დასვენება შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება.

2020 წლის 29-30 ოქტომბერი – ასევე დაბალი ინტენსივობის მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბერში მოსალოდნელ მეორე მაგნიტურ ქარიშხალს შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს როგორც მეტეოდამოკიდებული, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, გეომაგნიტური რყევების მიმართ მგრძნობელობით არ გამოირჩევიან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის მიზეზი არის ქარიშხლის ხანგრძლივობა (2 დღე-ღამე) და ამინდის მკვეთრი ცვლილება.

ამ მაგნიტური ქარიშხლის დაწყება მოსალოდნელია 2020 წლის 29 ოქტომბრის დაახლოებით 05:00 საათზე (თბილისის დროით), ხოლო აქტივობის პიკი – ამავე დღის 20:00 საათზე (თბილისის დროით), დასრულება კი – 30 ოქტომბრის 17:00 საათზე (თბილისის დროით; მოცემული დროები მიახლოებითია). აქედან გამომდინარე, ოქტომბერში მეორე მაგნიტური ქარიშხლის შედეგების შესახებ გაფრთხილების და თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები გვირჩევენ შემდეგი ზომების მიღებას: გეომაგნიტური რყევების პერიოდში უარი თქვით ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კვების რაციონიდან ამოიღეთ მძიმედ მოსანელებელი საკვები, ალკოჰოლიანი ან კოფეინის შემცველი სასმელები ჩაანაცვლეთ პიტნის, ბარამბოს (Melissa officinalis), ცაცხვის ან გვირილის ჩაით. ასევე, გვირჩევენ ძილის წინ დამამშვიდებელი აბაზანების მიღებას ზღვის მარილით და ლავანდის ან ნაძვის ეთერზეთებით.

ამავე პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ურჩევენ, თან ატარონ პირველადი აუცილებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი მედიკამენტები. მაგნიტურმა ქარიშხალმა ასევე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ძილსა და ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე (გამოიწვიოს ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა – გაბრაზება და გაღიზიანება, მელანქოლია ან სრული აპათია). ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია მოიმარაგოთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოთ მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალებები, რომლებიც ბუნებრივ საფუძველზეა დამზადებული (მაგ., პიტნის ან ასკილის ნაყოფის ჩაი).

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close