ჰოროსკოპი

რას ნიშნავს ბუნიობა და რა უნდა ვიცოდეთ 22 სექტემბრის შესახებ?

ყოველ წელს გვაქვს 4 მნიშვნელოვანი დღე: გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობა (ბუნიობა, როდესაც დღის და ღამის  ხანგრძლივობა ტოლია – რედ.); ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობა (როდესაც ყველაზე გრძელი დღეა, 21-22 ივნისს – ზაფხულში და ყველზე გრძელი ღამე – 21-22 დეკემბერს, ზამთარში – რედ.).

შემოდგომაზე სრულდება ფიზიკური აქტივობის ფაზა და იწყება შინაგანი ძვრების პერიოდი, ამიტომ დადებული შედეგებითა და აღებული „მოსავლით“ გააკეთეთ ანალიზი: რა გამოგივიდათ? სად შეგეშალათ? რა უნდა გამოასწოროთ?

გაზაფხულის დღეღამტოლობა იანური, მამაკაცური ენერგიის მატარებელია, რადგან იზრდება მზის ენერგია.

შემოდგომის დღეღამტოლობა კი ინური – ქალური ენერგიის ფაზის დასაწყისია, ამიტომ მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში, პატივს მიაგებენ დიდებულ (ქალ) ღვთაებებს, სამყაროს „დედას“. არაერთი დღესასწაული შეგიძლიათ ნახოთ ძველ ტრადიციებში (მაგ., ქრისტიანები 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ზეიმობენ).

ახლა კი ვნახოთ, რა კავშირი აქვს ამ 4 მნიშვნელოვან დღეს ასტროლოგიასთან?

ყველაფერი მარტივადაა: ამ დღეებში მზე გადადის კარდინალური ჯვრის ზოდიქოს ნიშნებში (სეზონის ცვლა). ყოველი ასეთ დღეს შეგიძლიათ ააგოთ ჰოროსკოპი და წაიკითხოთ ვარსკვლავური გზავნილი.

წელს დღეღამტოლობა გვაქვს 22 სექტემბერს 17:30 სთ-ზე, ძირითადად, არასახარბიელო კავშირი ვლინდება ფინანსების ღერძზე, ამიტომ ჯობია ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციებისგან. შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა კარგად გამოიმუშაოს გარკვეული სავალუტო სპეკულაციებით, ასევე არის ალბათობა გარკვეული შეზღუდვებისა (ნუ შეშინდებით, არა იმ „დოზით“, რაც უკვე გავიარეთ).

ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული. მოერიდეთ ამ პერიოდში დაპირებებს! იზრუნეთ მხოლოდ ძველი ვალდებულებების შესრულებაზე.

აი, პირადი ურთიერთობების თემა გაცილებით უკეთესად ვითარდება, ვიდრე სხვა დანარჩენი. იყავით დიდსულოვანი, გულისხმიერი და ფილოსოფიურად შეხედეთ ნებისმიერ გარემოებას.

შეხვდით მზის ამოსვლას 22 სექტემბერს, 07:16 სთ-ზე, გადით აივანზე, ან ღია ფანჯრიდან, სახით აღმოსავლეთისკენ, მიესალმეთ მზეს  მიესალმეთ თქვენი და თქვენი სამყაროს ახალ ციკლს, ახალ დღეს.

მზის ჩასვლისას კი 19:27 სთ-ზე (თბილისის დროით – რედ.) დასავლეთისკენ შებრუნდით და გააცილეთ მზე ჰორიზონტზე. მასთან ერთად გაუშვით ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან, რისი გაშვებაც, დასრულებაც გინდათ.

იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, ყოველი ტკივილისთვის და ყოველი ღიმილისთვის, გახსოვდეთ, რომ ამ სეზონის სიმბოლო სასწორია, რომელიც მუდამ უნდა გვახსენებდეს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში ბალანსი და ზომიერებაა. არ არის საჭირო იყოთ წმინდანი, ნურც ეშმაკის სახეს შექმნით საკუთარი თავისგან – თქვენ ხართ ადამიანი, შემოქმედის მშვენიერი, უნიკალური ქმნილება.

გაათავისუფლეთ თქვენი სივრცე, გონება ყველაფერი ძველისგან.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close