მსოფლიოპოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამოუკიდებლად გადაადგილდება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამის შესახებ ნავალნიმ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა.

რუსი ოპოზიციონერი წერს, რომ მას მობილური ტელეფონის გამოყენება ან ჭიქაში წყლის დასხმა ჯერ კიდევ არ შეუძლია, თუმცა მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.

„აგიხსნით. სულ ცოტა ნის წინ მე ვერ ვცნობდი ხალხს და ვერ ვხვდებოდი, თუ როგორ უნდა მესაუბრა. ყოველდღე ჩემთან ექიმი მოდიოდა და მეუბნებოდა: „ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდით, მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ დაფაზე.“ ეს მე სასოწარკვეთაში მაგდებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მესმოდა რას მთხოვდა ექიმი, ვერ ვხვდებოდი, საიდან უნდა შემერჩია სიტყვები. თავის რომელ ნაწილში ვეძებო სიტყვები და როგორ მივანიჭო მათ მნიშვნელობა? ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარი იყო. არც ის ვიცოდი, როგორ გამომეხატა ჩემი სასოწარკვეთა“, – წერს ნავალნი.

მისივე თქმით, ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია,

„თუმცა ბერლინის კლინიკის არაჩვეულებრივმა ექიმებმა მთავარი პრობლემა მოაგვარეს. მათ მე „ფორმალურად ცოცხალი ადამიანისგან“ მაქციეს ადამიანად, რომელსაც აქვს შანსი, გახდეს თანამედროვე საზოგადოებისთვის უმაღლესი ფორმის ქმნილება, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, შევიდეს ინსტაგრამზე და მარტივად გაიგოს, რა მოიწონოს“, –  წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა.

View this post on Instagram

 

Давайте расскажу, как идёт мое восстановление. Это уже ясная дорога, хоть и неблизкая. Все текущие проблемы вроде того, что телефон в моих руках бесполезен, как камень, а налить себе водички превращается в целый аттракцион, – сущая ерунда. Объясню. Совсем недавно я не узнавал людей и не понимал, как разговаривать. Каждое утро ко мне приходил доктор и говорил: Алексей, я принёс доску, давайте придумаем, какое на ней написать слово. Это приводило меня в отчаяние, потому что хоть я уже и понимал в целом, что хочет доктор, но не понимал, где брать слова. В каком месте головы они возникают? Где найти слово и как сделать так, чтобы оно что-то означало? Все это было решительно непонятно. Впрочем, как выразить своё отчаяние, я тоже не знал и поэтому просто молчал. И это я еще описываю поздний этап, который сам помню. Сейчас я парень, у которого дрожат ноги, когда он идёт по лестнице, но зато он думает: «о, это ж лестница! По ней поднимаются. Пожалуй, надо поискать лифт». А раньше бы просто тупо стоял и смотрел. Так что много проблем ещё предстоит решить, но потрясающие врачи университетской Берлинской клиники «Шарите» решили главную. Они превратили меня из «технически живого человека» в того, кто имеет все шансы снова стать Высшей Формой Существа Современного Общества, – человеком, который умеет быстро листать инстаграм и без размышлений понимает, где ставить лайки.

A post shared by Алексей Навальный (@navalny) on

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close