სპორტი

„პუტინ ხუ**ოს“ შეძახილებისთვის ქართველმა პოლიციელებმა გულშემატკივრებს ლოკომოტივის ტერიტორია დაატოვებინეს

კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი მოსკოვის „დინამო“ საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა. თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მაყურებელი ვერ ესწრება და სტადიონზე მხოლოდ ჟურნალისტები იმყოფებიან.

საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ამ წარწერის გამო ქართველმა სამართალდამცველებმა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს, რომელიც მოსკოვის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩს ესწრებოდა, მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზად კი დაასახელეს, რომ სტუმრებს – რუს ფეხბურთელებს, დისკომფორტი შეექმნებოდათ.

გარდა ამისა, ლოკომოტივის სტადიონზე სხვა ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ტერიტორია იმიტომ დაატოვებინეს, რომ ისინი „პუტინ ხუილოს“ სკანდირებდნენ.

newposts.ge

P. S. INFO თბილისელებმა უმდიდრესი რუსული გუნდი ევროპალიგიდან გამოაგდეს! ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური „გრანადა“ იქნება.

ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“. „დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close