მსოფლიოსაზოგადოება

პარიზში მუზეუმმა ბოდიში მოუხადა ტურისტს, რომელსაც დაცვა ღრმა დეკოლტეს გამო მუზეუმში არ უშვებდა

პარიზის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, დ’ორსეის მუზეუმმა ბოდიში მოუხადა ტურისტს, რომელსაც მუზეუმის დაცვა ღრმა დეკოლტეს გამო შენობაში არ უშვებდა. ამის შესახებ BBC წერს.

დ’ორსეის მუზეუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ გოგონამ Twitter-ზე დაწერა და მუზემში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მისი თქმით, მუზეუმის დაცვის თანამშრომლებმა ის შენობაში მხოლოდ მაშინ შეუშვეს, რაც ქურთუკი ჩაიცვა, თუმცა მაინც ვერ განუმარტეს, კონკრეტულად რომელ წესს არღვევდა მისი ჩაცმულობა.

„არავის უთქვამს, რომ პრობლემას დეკოლტე წარმოადგენდა, უბრალოდ, მკერდზე მიყურებდნენ და ამბობდნენ, რომ „ეს“ იყო პრობლემა“, – ამბობს ჯინი.

მას შემდეგ, რაც ჯინის პოსტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მას მუზეუმის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

„ვწუხვართ მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს, რომელსაც უკვე პირადადაც დავუკავშირდით“, – განაცხადეს მუზეუმში.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close