საზოგადოებასაქართველო

შოთა რუსთაველი ქართველი ჟურნალისტების რესპონდენტი რომ იყოს…

რას ჰკითხავდნენ დღეს შოთა რუსთაველს ქართველი ტელეწამყვანები და ჟურნალისტები?

მაია ასათიანი:

– ბატონო შოთა, მართლა გიყვარდათ თამარ მეფე? მოგვიყევით თქვენს სიყვარულზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

– შოთ, აი გულწრფელად მითხარი ეხა, აი როგორ არ დაგეზარა ამხელა რაღაცის დაწერა?!

ნიკა გვარამია:

– იტყვით, რომ თამარ მეფე იყო კორუმპირებული და თურქ-სელჩუკები არიან ოკუპანტები? ჩვენ ამას მაინც გამოვიძიებთ!

„იმედზე“ (ბოდიში, არ ვიცი მაგათი წამყვანები):

– ბატონო შოთა, რაიმე დადებითს ხომ ვერ გაიხსენებდით მეთორმეტე საუკუნიდან?

ინგა გრიგოლია:

– ბატონო შოთა, თქვენ გაავრცელეთ სკანდალური ინფორმაცია ნაზირ-ვეზირებთან დაკავშირებით. მოუყევით ექსკლუზიურად ტვ პირველის მაყურებელს, რა მოხდა?

ბაჩო და გური:

– სუბლიმაციური ჩიჟი-პიჟის მარქსისტული ნეკნების კონტექსტში და პარადიგმების ჭიდილის პარალელურად, ლიბერტარიანული ფსიხოზის სიღრმეებიდან სამიჯნურო კონსერვატიზმის გმობა დღეს უფრო აქტუალურია თუ თქვენ დროს უფრო მეტად იყო? ამის ფონზე რა პასუხს გასცემდით მაშინ გვარამიას, თუ შიში შეიქმს სიყვარულსა?

აქუბარდია:

– ნიჭიერი კაცი ხარ, ჩემო შოთა, მაგრამ კაი რაა, არ შეიძლება კაცო ესე, მაშინ რძე მაინც გქონდათ კაცო ნატურალური და კი იყავით 2-მეტრიანები, გაიხედე ეხლა ქუჩაში, დავჩიავდით შოთა, დავჩიავდიით!

თამარ ოთიაშვილი (nostal.ge)

– ბატონო შოთა, თქვენ გეკუთვნით სიტყვები: „სადაურსა სად წაიყვან…“ – რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს დღეს?

დანარჩენი თქვენ დაუმატეთ კომენტარებში.

მასალა აღებულია ღია წყაროებიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close