იტალიასაზოგადოება

მარინა ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა

სილვიო ბერლუსკოის რემდესივირით მკურნალობენ

სილვიო ბერლუსკონის უფროსი ქალიშვილის, მარინა ბერლუსკონის ტესტი კორონავირუს SARS-CoV-2-ზე დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიამ დღეს გაავრცელა.

მარინა ბერლუსკონი ოჯახის წევრებთან ერთად თავის სახლში, მილანში გასული ოთხშაბათიდან იზოლაციაშია – მას შემდეგ, რაც მამამისს, იტალიის ყოფილ პრემიერს, „ფორცა იტალიას“ ლიდერს სილვიო ბერლუსკონის SARS-CoV-2-ით ინფიცირება დაუდგინდა.

Finivest-ის და Mondadori-ს პრეზიდენტი მარინა ბერლუსკონი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა მისი ქმარი და შვილები, თუმცა არსებული ცნობით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

54 წლის მარინა ბერლუსკონი (სილვიო ბერლუსკონის იგი პირველი ქორწინებიდან ჰყავს კარლა დალ’ოლიოსგან) არაერთხელ დასახელდა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად.

თავად სილვიო ბერლუსკონი მე-5 დღეა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში იმყოფება, სადაც 2 დღის წინ კოვიდ-19-ის გამწვავება – ფილტვების ორმხრივი ანთების დასაწყისი სტადია დაუდგინდა. მას სან რაფაელეში რემდესივირით – მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობენ.

„ანსას“ ინფორმაციით, მე-4 ღამემ საავადმყოფოში ბერლუსკონისთვის „მშვიდად“ ჩაიარა.

გუშინ სილვიო ბერლუსკონის ექიმმა ალბერტო ძანგრილომ  თქვა, რომ ყოფილი პრემიერის ორგანიზმი „ოპტიმალურად რეაგირებს მკურნალობაზე“, გამოთქვა „ფრთხილი იმედი“, თუმცა აღიარა, რომ ბერლუსკონი „დელიკატურ ფაზას“ გადის და ჯერჯერობით ძალიან ადრეა covid-19-ის დამარცხებაზე საუბარი, რადგან პაციენტი „ყველაზე მოწყვლად კატეგორიას“ ეკუთვნის ასაკისა (29 სექტემბერს სილვიო ბერლუსკონი 84-ის ხდება) და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close