პოლიტიკასაბერძნეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა, თუ ათენი ანკარასთან სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ორი ქვეყანა უკვე მრავალი წელია, დავობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისების უფლებაზე.

„ან ისინი შეისმენენ პოლიტიკისა და დიპლომატიის ენას, ან მტკივნეულ შედეგებს იგრძნობენ. მათ უნდა შეიგნონ, რომ თურქეთს აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რომ გადახიოს თავსმოხვეული ამორალური რუკები და დოკუმენტები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.

თურქული მედია წერს, რომ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკა დაიძრა, თუმცა თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გეგმური გადაადგილებაა და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებული არ არის.

თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სეისმოლოგიურ კვლევებს ატარებს. საბერძნეთი ამ ტერიტორიას თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს და ამიტომ პროტესტს გამოთქვამს. ევროკავშირი თურქეთს სანქციებით დაემუქრა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close