ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიზე რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა კლუბ „დეჟა-ვუს“ შენობაში. არიან დაშავებულები.
ადგილზე უკვე მუშაობს საგანგებო სამსახური და პოლიცია, მალევე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.
პირველადი ინფორმაციით, „დეჟა-ვუში“ სარემონტო სამუშაოებს მუშები აწარმოებდნენ და მათ ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ; აფეთქება ძლიერი იყო, თუმცა ხანძარი არ მოჰყოლია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: radiotavisufleba.ge
p. s. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში“ სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
… მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კომენტარები