მსოფლიოnewsკრიმინალი

საფრანგეთის მოქალაქე კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო დააჯარიმეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო საფრანგეთის მოქალაქე 1000 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

ქალაქ კალიარის აეროპორტში ფრანგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს და პლასტიკის ბოთლში 2 კილოგრამი ქვიშა აღმოაჩინეს.

„ასეთი ქცევა არა მხოლოდ აზიანებს გარემოს, არამედ საფრთხეს უქმნის სანაპირო ზოლის შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია სარდინიაზე ტურიზმის განვითარებისთვის“, – აცხადებენ პოლიციაში.

ტურისტებს სარდინიის პლაჟიდან ქვიშის წაღება რამდენიმე წლის წინ აეკრძალათ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close