იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ინფორმაცია სილვიო ბერლუსკონის პირადმა ექიმმა, ალბერტო ძანგრილომ გაავრცელა.
ძანგრილოს თქმით, სილვიო ბერლუსკონის სიმპტომები არ აქვს და თავის რეზიდენციაში, არკორეში თვითიზოლაციაში იმყოფება, სადაც დარჩება თვითიზოლაციის დასრულებამდე.
83 წლის ბერლუსკონი (29 სექტემბერს 84-ის ხდება) მუშაობას აგრძელებს და სექტემბერში დაგეგმილ რეგიონულ და ადმინისტრაციულ არჩევნებში საკუთარი პარტიის, „ფორცა იტალიას“( Forza Italia) კანდიდატების მხარდაჭერასაც აპირებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში მთლიანობაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 271 515 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1326 გასულ 24 საათში გამოვლინდა (აღსანიშნავია, რომ „ანსას“ ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, ბოლო ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, 102 959 ტესტი ჩატარდა), გარდაიცვალა 35 497 (+6 გასულ 24 საათში), ხოლო გამოჯანმრთელდა 208 201 ადამიანი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები