საზოგადოებასაქართველო

ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – წერს ანუკი არეშიძე. კომენტარებში კი ანუკი დასძენს, რომ დედამისს არცერთი წამით არ დაუტოვებია სასტუმროს ტერიტორია.

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რის გამოც ამ ეტაპზე სასტუმრო დახურულია და იქ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close