საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა

23-იდან მხოლოდ ერთ შემთხვევაშია წყაროა უცნობი; გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ს აღწევს, გარდაცვალების - 1,2%-ს

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექიმების ინფორმაციით, მათგან 14 პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირებთან, 8 შემთხვევაში ინფექცია შემოტანილია (აქედან 5  სატვირთო ავტომანქანის მძღოლია), ერთის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 1510-მდე გაიზარდა. მათგან უკვე განიკურნა 1253 პაციენტი ანუ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-მდეა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 41-ს შეადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close