ისტორია

ჯაჭვით დაბმული ხატები

არც თუ იშვიათად ლიტერატურასა თუ ძველ ლეგენდებში ახსენებენ ჯაჭვით დაბმულ ხატებს. საიდან წამოვიდა ხატების დაბმის ტრადიცია?

ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ თავის დროზე, როცა ეთნოგრაფია ვითარდებოდა, მკვლევარები საქართველოს მთიანეთში მოგზაურობისას, თავისდა გასაკვირად, აწყდებოდნენ ხატებს ან ჯვრებს, კედლებზე მიჯაჭვულს ან შებორკილს.

„მოსახლეობა ხსნიდახატი იმდენად ძლიერიარომ აიწყვიტოსსოფელს დარისხავს და ამიტომ ჯობს, ასე იყოსო. კიდევ ერთი ახსნა ასეთი იყო, რომ ხატი სხვა მხრიდან იყო „მოფრენილიდა ისევ უკან რომ არ დაბრუნებულიყოადგილობრივმა მრევლმა კედელს მიაჯაჭვახატების ფრენასაერთოდ გავრცელებული თემაა ქრისტიანულ სამყაროში. ჰყვებიან შემთხვევებზე, როდესაც ხატს არ მოსწონებია ესა თუ ის სამწყსო გაფრენილა“.

ასევე არსებობს სალაშქრო ხატები და ჯვრები, რომელთაც ჯარს წინ წარუმძღვარებდნენ. ეს სიწმინდეებიც ხშირად ჯაჭვით იყო დაბმული.

ერთი ასეთი ისტორია დაკავშირებულია ხევის ათი ანგელოზის სალოცავთანარის გადმოცემარომ ხატიაჭვით უნდა იყოს იქ დაბმულირომ სხვაგან არ გაფრინდეს“.

როზეტა გუჯეჯიანის თქმით, შესაძლებელია ხატს წმინდა პრაგმატული მიზეზითაც აბამდნენ, რომ დამპყრობელს მისი გატაცება გასჭირვებოდა.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ღვთისმშობლის ხატის, „კარდიოტისას“, ასლი დაწერეს. ხატის ორიგინალი კუნძულ კრეტაზე ინახებოდა. კარდიოლოგი თამაზ ორაგველიძე, რომელმაც ხატის ასლი დააწერინა, ჰყვება, რომ, გადმოცემით, ხატი რამდენჯერმე გაიტაცეს თურქებმა, მაგრამ ის ყოველთვის „თავად ბრუნდებოდა“ უკან. ბოლოს ჯაჭვით მიაბეს სვეტზე, თუმცა ხატი ამჯერად ჯაჭვსა და სვეტთან ერთად დაბრუნდა. ეს რელიკვიები (სვეტი და ჯაჭვი) ტაძარში ამ დრომდე ინახება.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close