ვიდეოკინო/ფილმები

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან „განგაში“?

ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „განგაში“ დათო აგიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. პროფესიით კინორეჟისორი და სცენარისტი, იგი არაჩვეულებრივი მსახიობიც იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯამბულ კოხრეიძემ დათო აგიაშვილთან დაკავშირებით საინტერესო და ბევრისთვის უცნობი ისტორია გაავრცელა:

„არ ვიცოდი, ახლახანს გავიგე და მინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგანდოთ, ვინძლო თქვენთვისაც სიახლე იყოს…

პირველი ფოტო ჩემი თაობის და უფროსების მეხსიერებაში უნდა არსებობდეს – ესაა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში „განგაში“ – დათოს როლს ასრულებს დათო აგიაშვილი! ვარსკვლავური აღნაგობის დათომ დასამახსოვრებელი და რაღაც „არასაბჭოთა“ როლი შექმნა იმთავითვე…

მეორე ფოტოზე ისევ დათო აგიაშვილია. ფოტო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული: იგი გარდაიცვალა 2014 წელს კალიფორნიაში (აშშ).

მესამე ფოტოზე კი დათო აგიაშვილის ვაჟია – ჯორჯ ფინი! იგი ჰოლივუდის ერთ-ერთი პოპულარული და კარგად ანაზღაურებადი მსახიობია!

მეოთხე ფოტოზე კი… ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი ნიკა აგიაშვილია! დათო აგიაშვილი მისი ვაჟი იყო და ჯორჯი – შვილიშვილი!

ლამაზი ქართული გენი!“

 

artinfo.ge

ფილმი „განგაში“ უთუოდ ამ სიმღერასაც გაგახსენებდათ – „მოდი ჩემთან სანამ დროა“;1968 წ. მუსიკა რევაზ ლაღიძის, ტექსტიის ავტორი – პეტრე გრუზინსკი.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close