მსოფლიოსაზოგადოება

მადრიდში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა

მადრიდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ბარები ღამის პირველ საათზე დაიხურება, რესტორნების ტერასებზე კი მხოლოდ 10 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ სახლებშიც 10 ადამიანზე მეტი არ შეიკრიბონ.

ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ საჭიროების გარეშე ესპანეთის სამ რეგიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. აღნიშნული რეგიონებია: არაგონი (დედაქალაქი – სარაგოსა), კატალონია (დედაქალაქი – ბარსელონა) და ნავარა (დედაქალაქი – პამპლონა).

ბოლო დღეების განმავლობაში სამივე რეგიონში კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში SARS-CoV-2-ის 325 862 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 434 ადამიანი.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close