ტესტები

ტესტი: რამდენად გაქვთ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი კონფლიქტურ სიტუაციაში

ფაქტია, როცა ურთიერთობები იძაბება და წამოჭრილი კონფლიქტი კულმინაციურ წერტილს მიაღწევს, ადამიანების უმრავლესობა წონასწორობას და საღი აზროვნების უნარს კარგავს. თუ სურვილი გაქვთ, გაარკვიოთ, რამდენად ახერხებთ ასეთ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებას და საკუთარი თავის მართვას,  ყურადღებით გაეცანით ქვემოთ შემოთავაზებულ ფსიქოლოგიურ ტესტს. კითხვებზე გაცემული პასუხებიდან შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ, შემდეგ კი ქულები შეაჯამეთ და სათანადო დასკვნები გააკეთეთ.

 

1. ძნელია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა?

ა) ძნელია. თქვენ მაშინაც არ კარგავთ სიმშვიდეს, როცა დაპირისპირებული მხარე ზღვარს სცდება და შეურაცხყოფას გაყენებთ;

ბ) წონასწორობას იშვიათად კარგავთ, მაგრამ თუ კონფლიქტი უსაშველოდ გაგრძელდა, მაშინ უკვე ღიზიანდებით;

გ) ერთ ირიბად ნათქვამ სიტყვასაც კი შეუძლია თქვენი მწყობრიდან გამოყვანა.

 

2. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი ხშირად ხდებით?

ა)  ხშირად;

ბ)  იშვიათად;

გ)  არასოდეს.

 

3. კონფლიქტის როგორი დასასრული გაძლევ ხელს?

ა)   როცა ბოლო სიტყვის თქმის უფლება თქვენს კომპეტენციაში რჩება;

ბ)  როცა ბოლოს და ბოლოს ირკვევა, ვინ არის დამნაშავე;

გ)  როცა დაპირისპირებული მხარეები კომპრომისული გზების მონახვას ახერხებენ.

 

4. დავის როგორ ტაქტიკას ირჩევთ მაშინ, თუ იცით, რომ მართალი არ ხართ?

ა)  ცდილობთ, დააბნიოთ მოწინააღმდეგე და საუბარს სხვა მიმართულება მისცეთ;

ბ)  აღარ აგრძელებთ დავას და თქვენს შეცდომას გულწრფელად აღიარებთ;

გ) მშვენივრად იცით, რომ დამნაშავე ხართ, მაგრამ დავას არ წყვეტთ, პირიქით, უფრო მეტად იმაღლებთ ხმას, რადგან თვლით, რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებთ მოწინააღმდეგის დაჯაბნას.

 

5. როცა კონფლიქტი უკიდურესად იძაბება, როგორ იქცევით?

ა) ერთ ადგილას ვერ ჩერდებით, შეუჩერებლად დადიხართ ერთი კუთხიდან მეორეში;

ბ) მაგიდასთან ზიხართ, რაიმე ნივთს აწვალებთ ხელში და ცდილობთ მასზე გადაიტანოთ თქვენი განრისხება (შესაბამისად, ნივთს აფუჭებთ);

გ) მშვიდად ხართ მოკალათებული სავარძელში და ასევე მშვიდად უპასუხებთ მოწინააღმდეგეს.

 

6. კონფლიქტის დროს როდესმე ჭურჭელი დაგიმსხვრევიათ?

ა) არასოდეს;

ბ) ხანდახან;

გ) თითქმის ყოველთვის.

 

7. თუ მეექვსე შეკითხვას დადებითად უპასუხეთ, მაშინ იქნებ შეეცადოთ ახსნათ, რა იწვევს თქვენს ამგვარ რეაქციას?

ა) ეს უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა;

ბ) ჭურჭელს მაშინ ამსხვრევთ, როცა გასამართლებელი არგუმენტები აღარ გაგაჩნიათ;

გ) ამგვარად ცდილობთ მოწინააღმდეგის ყურადღების მიქცევას,  რომელიც თავისი მოსაზრებების მტკიცებითაა გატაცებული და თქვენი აზრის მოსმენა არ სურს.

 

8. კონფლიქტი ძალიან დაიძაბა, ამ დროს თქვენი მოწინააღმდეგე სრულიად მოულოდნელად ფინჯანი ყავის დალევას შემოგთავაზებთ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

ა) ინერციით კვლავ ყვირილს განაგრძობთ;

ბ) უცებ გაჩუმდებით და მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებით;

გ) მიანიშნებთ, რომ ასეთი „დროებითი“ განმუხტვა საჭირო არ არის და ურთიერთობის გარკვევას კვლავ განაგრძობთ.

 

9. საკუთარი სიმართლის დამტკიცების მიზნით, კონფლიქტურ სიტუაციაში სხვა ადამიანების ჩართვას ცდილობთ.

ა) ყოველთვის ასე იქცევით;

ბ) არასოდეს, რადგანაც არ გსურთ თქვენი პრობლემები ყველამ გაიგოს;

გ) იშვიათად, მხოლოდ მაშინ, როცა კონფლიქტის მოგვარების ყველა სხვა გზა ამოწურულია.

 

10. კონფლიქტის შემდეგ რამდენ ხანში ურიგდებით მოწინააღმდეგეს?

ა) რამდენიმე დღეში;

ბ) რამდენიმე კვირაში;

გ) რამდენიმე თვეში.

 

პასუხის ვარიანტი:  1.  2.  3.  4.  5.  6.  7.  8.  9.  10.

 

ა                                        1   3   2   2   3   3   3   3   3   1

 

ბ                                         2   2   1   1   1   2   2   2   2   1

 

გ                                         3    1   3   3    1   1  1  1   2    3

 

შედეგები

10-იდან 13 ქულამდე: შესანიშნავი მაჩვენებელია. ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს არასოდეს, არცერთ სიტუაციაში კარგავს. კონფლიქტებში იშვიათად ებმებით, მაგრამ თუ მაინც შეიქმნა ამგვარი სიტუაცია, ცდილობთ ბოლომდე ჩაუღრმავდეთ პრობლემას და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები მოძებნოთ. უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება არ გიყვართ.

თქვენი ოლიმპიური სიმშვიდე მართლა ქების ღირსია. თქვენგან შეიძლება არაჩვეულებრივი დიპლომატი დადგეს, რა თქმა უნდა, თუ ამ პროფესიის დაუფლების სურვილი გექნებათ, რადგან წონასწორობას თითქმის არასოდეს კარგავთ.

15-დან 20 ქულამდე: მხოლოდ არაორდინარულ სიტუაციაში იბნევით და ზოგჯერ წონასწორობასაც კარგავთ. როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ცდილობთ, მაქსიმალურად აარიდოთ თავი კონფლიქტის გამწვავებას, მაგრამ თუ დაპირისპირებული მხარე მოსვენებას არ გაძლევთ და ყველა ღონეს ხმარობს სიტუაციის დაძაბვისათვის, თქვენც იღებთ მის გამოწვევას და კონფლიქტში ერთვებით.

ჭურჭლის მსხვრევა და ხელჩართული ბრძოლა თქვენი სამოქმედო ტაქტიკა არ არის, მაგრამ ხმამაღალი მითითებისაგან ნაკლებად იკავებთ თავს, საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უკონფლიქტო პიროვნება ხართ და მეტ-ნაკლებად ახერხებთ კიდეც საკუთარი თავის  ხელში აყვანას.

20-დან 25 ქულამდე: ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანდებით და გიჭირთ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. როგორც კი სიტუაცია დაიძაბება, მაშინვე ემზადებით საჩხუბრად და მზად ხართ, „გაანადგუროთ“ მოწინააღმდეგე.

რით დამთავრდება კონფლიქტი, ამას თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შედეგზე ნაკლებად ფიქრობთ. უფრო თავად დავის პროცესი განიჭებთ სიამოვნებას.

ძირფესვიანად შეცვლას და სხვა ადამიანად ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ, რადგან ბუნებით მოზღვავებული ტემპერამენტის მქონე ადამიანი ხართ, მაგრამ შეეცადეთ, ოდნავ მაინც დაიოკოთ ემოციები და როცა მორიგი კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება, შედარებით მშვიდად მოახერხოთ ურთიერთობების გარკვევა. ეს თქვენს ინტერესებშიც შედის.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close