მოგზაურობაქართველები უცხოეთშიnews
ლარნაკა-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი 30 ივლისს შესრულდება
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, სპეცრეისს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით (კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) 30 ივლისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airways).
გამგზავრების დრო: 13:00 სთ (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 სთ. (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 სთ-ზე.
თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ ხელბარგის წაღების უფლება.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
კომენტარები