გაუჩინარებულ გოგონას მესამე დღეა ეძებენ (ვიდეო)
დაკარგულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახის წევრები მესამე დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს, დღეს კი 23 წლის გოგოსთან ერთად ვერც მის მანქანას პოულობენ.
თამარ ბაჩალეიშვილის დედა შვილს გამოჩენას სთხოვს და სპეციალურ მიმართვასაც ავრცელებს. თეონა ბაჩალიაშვილი ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს.
„ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე… ვიცოდე, რომ აღარ ვინერვიულო, ვკვდები ისე ვნერვიულობ. ლოგინში მძინარე დავტოვე. წესით, ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო და უნდა ემუშავა. 13:20 საათი იქნებოდა ტელეფონზე როცა დავურეკე და არ მიპასუხა.
ბოლოს კამერამ დააფიქსირა სოფელ ხაიშში. მანქანით აქ იყო შესული, მაგრამ უკან აღარ გამოსულა. ვერსია მაქვს, რომ იქ მარტო არ არის, არ ვიცი, ვიღაც ეხმარება თუ ძალადობის მსხვერპლია, არაფერი ვიცი.
ფაქტია, რომ ჩემი შვილი კარგად და ჯანმრთელად რომ იყოს, ასე არ გამიმეტებდა. ბავშვი ზემო ფონიჭალას არ არის გაცილებული და რატომ წავიდოდა უცხო ტერიტორიაზე“, – ამბობს თეონა ბაჩალიაშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
კომენტარები