სპორტი

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ რუსი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა

18 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ( UFC) ქვემძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რომან დოლიძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

დოლიძეს შერეულ ორთაბრძოლებში წაგება არ აქვს. მას 6-იდან 6 ბრძოლა აქვს მოგებული და საინტერესოა, რომ 5 დაპირისპირება რომანმა ნოკაუტით მოიგო. რაც შეეხება იბრაგიმოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მისი რეკორდი 8 მოგება და 2 წაგებაა. საგულისხმოა, რომ ორივე მარცხი რუსმა მებრძოლმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) განიცადა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ UFC-ის „მებრძოლთა კუნძულზე“ ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close