მსოფლიოკრიმინალი

ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენის საქმეზე რუანდელი ლტოლვილი დააკავეს (ვიდეო)

საფრანგეთის ქალაქ ნანტის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში 18 ივლისს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, ფრანგული მედიის ცნობით, 104 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, სახანძრო სამსახური ნანტის ტაძარში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 07:44 საათზე გამოიძახეს.

ნანტის სახანძრო სამსახურის უფროსმა ლორან ფერლიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ვითარება იმაზე ნაკლებად სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად შიშობდნენ.

„ჩვენ ნოტრ დამის სცენარით არ მივდივართ. ცეცხლი ტაძრის სახურავს არ შეხებია“, – აღნიშნა ფერლიმ.

კათედრალში ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. ცეცხლმა ვიტრაჟები და დიდი ორგანი გაანადგურა. საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის მიმართულებით მიმდინარეობს. ნანტის პროკურორის, პიერ სენის ინფორმაციით, ქალაქის საკათედრო ტაძარში ხანძრის სამი კერა დაფიქსირდა.

დღეს ფრანგმა სამართალდამცველებმა კათედრალში ხანძრის გაჩენის საქმეზე 39 წლის რუანდელი ლტოლვილი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებული ეპარქიაში მოხალისედ მუშაობდა და კათედრალს კეთილი ნებით ეხმარებოდა.

ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში რუანდელი ლტოლვის მონაწილეობის მტკიცება ნაადრევია, რადგან თავდაპირველად გარემოებები უნდა დადგინდეს.

ნანტში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელს გაგრძელდა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ დაინგრა. 1972 წელს ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა კი მისი სახურავი დააზიანა, რომლის აღდგენას 13 წელი დასჭირდა.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close