ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 ივლისი

20 ივლისს ახალი მთვარეა. სავარაუდოდ, ამ დღეს მოწყენილობა მოგეძალებათ. რთული პერიოდია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. სანამ სასურველი განწყობა არ გექნებათ, რუტინული საქმეებით დაკავდით. ისინი ძალიან არ შეგაწუხებენ, სამაგიეროდ გულს გადააყოლებთ.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ეს დრო იდეალურია რაიმე ახლის შესასწავლად: შეიძლება ეს იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ან უბრალოდ რაიმე საინტერესო წიგნის წაკითხვა. იფიქრეთ, რისი სწავლა შეგიძლიათ და საქმეს შეუდექით!

 

ვერძი

ამ დღეებში კატეგორიულად აკრძალულია სიჩქარე. ყველაფერი გააკეთეთ ზომიერად, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თუ დაგაჩქარებენ. სამუშაოზე ყურადღებას ნუ გადაიტანთ გარეშე რამეებზე, არსებობს შეცდომის დაშვების რისკი. სახლში შესაძლებელია პრობლემები და უთანხმოება ოჯახის წევრებთან.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ნუ მოერიდებით გრძნობების გამოვლენას თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. რატომ არ უნდა მოაწყოთ რომანტიკული საღამო, უთხრათ, რომ გიყვართ? ყველა კუროს დატვირთული შაბათ-კვირა ელოდება. თქვენი საქმიანი ფუსფუსი სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ტყუპი

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის რთული პერიოდია: აშკარად სურთ თქვენი მოტყუება. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა უცხო ადამიანებთან. ნუ დახარჯავთ ფულს უაზრო სურვილებზე, შემდეგ ინანებთ. მათ კი, ვისაც მავნე ჩვევები აქვს, უნდა იცოდნენ, რომ ახლა ხელსაყრელი დროა, რათა ამ ჩვევევისგან გათავისუფლდნენ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე:  22.

 

კირჩხიბი

უახლოეს დღეებში უფრო მგრძნობიარენი იქნებით და ადვილად გეწყინებათ ყველაფერი, ვიდრე ოდესმე. შეეცადეთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ახლა შეგიძლიათ დაისახოთ ახალი მიზნები და იფიქროთ მათი განხორციელების გზებზე. განსაკუთრებული წარმატებები გექნებათ საპირისპირო სქესთან.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე:  20.

 

ლომი

ჩაატარეთ თქვენი წარსულის სერიოზული რევიზია – გააანალიზეთ შეცდომები, მოვლენები. ამის საფუძველზე მოგიწევთ აწმყოს კორექტირება. ნუ აჰყვებით ემოციებს, განსაკუთრებით, თუ ამისკენ გიბიძგებენ. და ნურავის ნურაფერს დაპირდებით! შაბათ-კვირას სასარგებლოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე:  26.

 

ქალწული

პოზიტიური ცვლილებები გელით უახლოეს მომავალში. ამისთვის მცირე ძალისხმევაც დაგჭირდებათ. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის ახლო მეგობარს მიმართეთ. ბავშვებთან ურთიერთობაში სირთულეებმა შეიძლება ეს პერიოდი დაამძიმოს.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

სასწორი

მთელი თქვენი ყურადღება ახლა ჯანმრთელობაზე უნდა იყოს მიმართული! ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პროფილაქტიკა ზედმეტი არ იქნება. გამოყავით დრო ექიმთან ვიზიტისთვის. სამსახურში შეეცადეთ არ აიღოთ მნიშვნელოვანი პროექტები – ახლა ამისთვის ძალა არ გეყოფათ. უმჯობესია რუტინული დავალებების შესრულება.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მორიელი

ამ პერიოდის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ. ისარგებლეთ შესაძლებლობით და მოაგვარეთ საკითხები, მოაწყვეთ შეხვედრები. შეიძლება შეგიყვარდეთ კიდეც – შანსი დიდია! კვირის დასაწყისში შესაძლოა ხელსაყრელი შემოთავაზება მიიღოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს!

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

მომავლის დაგეგმვა გადადეთ: აწმყო მეტისმეტად დატვირთულია! მოემზადეთ სამსახურში დაძაბული მუშაობისა და სერიოზული, მაგრამ სასიამოვნო საშინაო საქმეებისთვის. ყველას და ყველაფერს ღიმილით შეხედეთ და შედეგი საუკეთესო იქნება. ფრთხილად იყავით საჭესთან!

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თხის რქა

ნათესავებთან ურთიერთობა ჯობდა უკეთესი ყოფილიყო. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ და სიტუაციაც შეიცვლება! ახლა მნიშვნელოვანია ფული არ ისესხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდი ტვირთი იქნება თქვენთვის. უმჯობესია მთელი თქვენი ძალისხმევა დამატებითი შემოსავლის ძიებას მოახმაროთ. მისი მოძიების შანსი მაღალია!

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მერწყული

სამსახურში არც თუ სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ახლა კოლეგებთან მთლად გულახდილი ნუ იქნებით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ოჯახს – მათ თქვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ. მაგრამ საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ! თბილი აბაზანა, საყვარელი წიგნი და სურნელოვანი ყავა – აი, რა გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თევზები

თუ წონის დასაკლებად დიეტის დაცვას აპირებდით, თქვენი გეგმები სხვა დროისთვის გადადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ენერგიას დახარჯავთ, შედეგს კი ვერ მიიღებთ. ორშაბათს შეხვდებით ადამიანს, რომელმაც შეიძლება ბევრი რამე სასიკეთოდ შეცვალოს თქვენს ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close