ქართველები უცხოეთშიხელოვნება
საფრანგეთის სწორება ხატია ბუნიათიშვილზე (ვიდეო)
ქართველი პიანისტით ხატია ბუნიათიშვილით დიდი ხანია ამაყობს არა მარტო საქართველო, არამედ საფრანგეთიც.
ბასტილიის აღების დღე – 14 ივლისი უკვე წლებია სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება და უკვე წლებია ამ დღეს კონცერტები ხატიას გარეშე არ ტარდება.
გამონაკლისი არც წელს იყო – ქართველმა პიანისტმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან ერთად მოცარტის ნაწარმოები დაუკრა.
კონცერტის ორგანიზატორებმა ხატიას გამოსვლა ქორეოგრაფიულად გააფორმეს, რამაც საღამოს სულ სხვა დატვირთვა შესძინა. ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
artinfo.ge
კომენტარები