fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ნიუ-იორკში კრიმინალი რეკორდულ მაჩვენებელზეა

პარალელურად ნიუ-იორკის პოლიციას დაფინანსება 1 მილიარდით შეუმცირდა

ნიუ-იორკში კრიმინალური მაჩვენებლები გაიზარდა. სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულზე პროცენტული ზრდა 100-იდან 200%-მდე მერყეობს. განსაკუთრებით გაიზარდა მკვლელობები და ყაჩაღობა. პარალელურად კი ნიუ-იორკის მერი პოლიციის რეფორმირებას განაგრძობს და ქალაქის პოლიციას ბიუჯეტს 1 მილიარდით უმცირებს. გადაწყვეტილება ახალი ბიუჯეტის შესახებ ქალაქმა 9 ივლისს მიიღო.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტი თუ აქამდე 6 მილიარდი დოლარი იყო, ახალი მოცემულობით, ბიუჯეტი მილიარდი დოლარით შემცირდა. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მომზადებულ ცვლილებებს მხარი 32-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. 9 ივლისსვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ-იორკის პოლიცია, დროებით,აღარ აიყვანს ახალ თანამშრომლებს.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი აცხადებდნენ, რომ მერიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და მოითხოვდნენ გაგრძელდეს დამატებით რეფორმებზე მუშაობა და ქალაქის პოლიციის ბიუჯეტი კიდევ შემცირდეს.

ცვლილებების მიხედვით, მცირდება სამართალდამცველთა რაოდენობა; იზრდება პოლიციელების კონტროლი; პოლიციელები, რომლებიც კარიერის განმავლობაში შემჩნეულნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის გადაცდომებში, ვალდებულები არიან, გაიარონ დამატებითი გადამზადების კურსები; იცვლება დაკავების წესიც. ასევე პოლიცია ვალდებულია გამოძახებაზე მისვლის დროს წარადგინოს სამკერდე ნიშანი, ცვილებებით მცირდება ე. წ. სკოლის პოლიციელთა რაოდენობა.

ნიუ-იორკის პოლიციის რეფორმირება  ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამოძახილია, რომელთა მონაწილეები პოლიციის რეფორმას ითხოვდნენ.

 წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close