ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ვარშავის მიმართულებით ფრენას 13 ივლისს შეასრულებს.
ვარშავიდან გამოფრენა 14:45 საათზე მოხდება (ადგილობრივი დროით).
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.mywayairlines.com.
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.
ამასთან, კომპანია მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ ავიაბილეთები სახელის ცვლილებას, სხვა პირზე გაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მგზავრებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, თბილისი-ვარშავის რეისით ისარგებლონ, ავიაკომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებს წერილობით უნდა მიმართონ.
კომენტარები