კრიმინალისაქართველო

ნათესავებს შორის ფეისბუქით დაწყებული სკანდალი დეპუტატის დააკავებით დასრულდა

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დეპუტატს თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და შვილებს, ასევე, ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

დაკავებას წინ ფეისბუქსკანდალი უძღოდა – სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბიძაშვილს, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

„ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili-ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები! და ეს ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო. ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით… კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები… მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო… სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

ცნობისათვის, გრემალშვილი 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ რიგებს გამოეთიშა და ამ ეტაპზე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია.

ბიძაშვილმა ბიძაშვილს ასევე სოცქსელით უპასუხა:

„მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო. მოკ­რძა­ლე­ბით გთხოვთ მი­უ­ტე­ვოთ ჩემს ნაც და­ი­კოს რომ სულმთლად გა­გიჟ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­ინც და მის მა­გივ­რად მე გიხ­დით ბო­დიშს“, – და­წე­რა გრე­მე­ლაშ­ვილ­მა.

დეპუტატის მიერ შვილებზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 8 ივლისსვე დაიწყო და გრემელაშვილის მალევე დაკავა.

დანაშაული 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close