საზოგადოებასაქართველო

მამა ანთიმოზი: „გთხოვ, ნეკა! სარჩელი უკან გამოიტანო… ნუ ბოროტებით, ეს ღვთის რჩევაა…“

არქიმანდრიტი ანთიმოზი ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს საჯაროდ მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„წერილი ნეკას (Neka Dorokashvili)

შენი ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის იყო, როცა გავიცანი. ნიკა და მისი ძმა თენგო ჩემი სულიერი შვილები გახდნენ. ნიკას რუსეთის და ამერიკის შემდეგ სულიერი პრობლემები ჰქონდა. მატერიალურად ძალიან უჭირდა. იყო შემოთავაზები რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან: უზარმაზარი ფულით და დაფინანსებით, ერთი პირობით: ნიკას უნდა მიეღო მოქალაქეობა რუსეთისა, ან არაბეთისა და ა.შ. ნიკამ ყველაფერზე უარი თქვა, არ უღალატა სამშობლოს და აგრძელებდა მშობლების სახლში – ავჭალაში, პატარა ასფალტზე კედელთან ვარჯიშს. პარალელურად დადიოდა სამებაში, იდგა წყნარად სადიაკვნოში, ეზიარებოდა და ყველასათვის უცნობი მიმყავდა და უწმიდესს ილია მეორეს ვეუბნებოდი: დალოცეთ თქვენო უწმიდესობავ! ეს არის მომავალი საქართველოს დიდებისა და პატრიარქიც ლოცავდა. ეს მიყვანა და დალოცვა ყველაზე ცოტა ხუთჯერ მოხდა.

15 ივლისს ჩანიშნულია სასამართლო. გთხოვ ნეკა! სარჩელი უკან გამოიტანო, ჯვრისწერისას გვირგვინი მე დაგადგი, დარჩი ლუკას დედად, ვიცი საშინლად გიყვარდა ნიკა, ნუ ბოროტებით, ეს ღვთის რჩევაა, სიყვარულით დაიბრუნო შენი სიყვარული. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ეს შეკვეთილი წერილია, მე რომ შეკვეთილებს ვასრულებდე, დედამიწაზე არ ვიქნებოდი ბერთა შორის უღარიბესი ბერი.

არქ. ანთიმოზ ივერიელი“.

ცნობისთვის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 მაისს დააკავეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. იგი სასამართლომ 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა 15 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close