მოგზაურობამსოფლიო
ევროკავშირმა შეათანხმა იმ ქვეყნების სია, რომლებისთვისაც მისი გარე საზღვრები იხსნება
15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველოც არის
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმ ქვეყნების სია შეათანხმეს, რომელთა მოქალაქეებს პირველი ივლისიდან ევროკავშირში შესვლა შეეძლებათ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველოც არის.
გამოცემის ინფორმაციით, სია ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.
საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.
ამასთან, „ევრონიუსის“ ცნობით, სიაში შეიყვანეს ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.
სრული სია, რომელსაც „ევრონიუსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს, ასეთია: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, საქართველო, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (ზემოაღნიშნული პირობის მიღების შემთხვევაში).
კომენტარები