fbpx
მსოფლიოიტალიასაზოგადოება

კარანტინმა და შეზღუდვებმა ევროპაში სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა

იტალიაში საერთოეროვნული კარანტინის წყალობით 600 ათასი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მონაცემებით, კარანტინმა და შეზღუდვებმა ევროპაში სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, კარანტინის დაწესების გარეშე კორონავირუსის ეპიდემიის მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამავე დროს, კოლეჯის მკვლევრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და „ის ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზეა“.

საიმპერატორო კოლეჯის კვლევის ავტორებმა 11 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის იყო ავსტრია, გერმანია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. კვლევა მაისის დასაწყისში ჩატარდა, როდესაც ამ ქვეყნებში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 130 000-ს აღწევდა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოდელირების შედეგად ნათელი გახდა, რომ კარანტინის გარეშე 4 მაისისთვის ევროპის 11 ქვეყანაში 3,2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა.

რაც შეეხება კვლევის მეორე ნაწილს, დოკუმენტის ავტორებმა დაადგინეს, რომ მაისის დასაწყისისთვის ევროპაში დაახლოებთ 15 მილიონი ადამიანი იყო ინფიცირებული. თითოეულ ქვეყნაში დაავადება მოსახლეობის ოთხმა პროცენტმა გადაიტანა.

როგორც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვირუსის გავრცელების საშიშროება რეალურია.

1tv.ge

რაც შეეხება იტალიას: ორშაბათს, 9 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ (რომელმაც, სხვათა შორის, თვითონაც გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია) Rai Radio 1-ის ეთერში განაცხადა, რომ მარტში იტალიაში საერთოეროვნული კარანტინის შემოღებამ 600 ათასი იტალიელის სიცოცხლე იხსნა.

სილერის თქმით, კორონავირუსის გავრცელება იტალიაში საგრძნობლად შენელდა იმის წყალობით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაწესებულ შეზღუდვებს იცავდა. ვირუსი შესაძლოა ისევ აგრძელებდეს ცირკულირებას, ამიტომ მოდუნება და სიფრთხილის უგულებელყოფა არ შეიძლება, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close