საზოგადოებასაქართველო

ქართველ საოპერო ვარსკვლავს ნინო სურგულაძეს ტყუპი შეეძინა

„სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება...“

მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო ვარსკვლავს ნინო სურგულაძეს 7 ივნისს ქალ-ვაჟი შეეძინა. გოგონას ნატალია დაარქვეს, ბიჭუნას – ზაქარია.

გავრცელებული ინფორმაციით, მან „ჰერაში“ იმშობიარა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა და დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.

ნინო სურგულაძის ფეხმძიმობის ამბავი გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. სწორედ მაშინ გაიგო საზოგადოებამ ნინოს რჩეულის შესახებაც – ბავშვების მამა იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია, ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი.

ნინო სურგულაძემ ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში მეუღლესთან ერთად გაატარა.

მომღერალმა ბავშვების დაბადების შემდეგ ფეისბუქში ძალიან ემოციური პოსტი დაწერა:

„სიტყვები, განცდები, გრძნობები – მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის… ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია  ამ წუთამდე, – ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ… ახლა, როგორც არასდროს ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს, განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close