fbpx
ვიდეოიტალიასაზოგადოება

2 ივნისი: რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით იტალიის ცაზე სამფეროვანი დროშა გაიშალა (ვიდეო)

დღეს, 2 ივნისს, იტალიის დედაქალაქ რომში რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, თუმცა ტრადიციული აღლუმის და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გარეშე, კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო.

რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სამშობლოს საკურთხევლისკენ (altare della Patria, ვიტორიო ემანუელე მეორის, გაერთიანებული იტალიის პირველი მონარქის, ნაციონალური მონუმენტი) გაემართნენ, რომელიც რომში, ვენეციის მოედანსა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის მდებარეობს.

ცერემონია მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა და, ტრადიციისამებრ, Frecce Tricolori-ს შოუთი დასრულდა.

როგორც ცნობილია, დღესვე პრეზიდენტი მატარელა კოდონიოში ჩავა (ქალაქი ლომბარდიაში, მილანიდან დაახლოებით 60 კმ-ში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქება იტალიაში).

ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის, ატილიო ფონტანას თქმით, 2 ივნისს, რესპუბლიკის დღეს პრეზიდენტის ჩასვლა კოდონიოში, საიდანაც ეპიდემია დაიწყო, იქნება არაჩვეულებრივი ჟესტი სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომელიც სიმბოლურია და ადამიანებს ახალი ენთუზიაზმით აავსებს.

1946 წლის 2 ივნისს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად იტალიის საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადებას ჩაეყარა საფუძველი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close