კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედიის ცნობით, 46 წლის საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში ტრეფიკინგის (მიგრანტებით ვაჭრობა) ბრალდებით იყო დაკავებული, პოლიციის იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ზეწრის ნაჭერი გამოაბა საკნის გისოსს და თავი ჩამოიხრჩო. დილით ადრე პოლიციელმა უგონო მდგომარეობაში მყოფი პატიმარი აღმოაჩინა და განგაში ატეხა, თუმცა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 28 მაისს მოხდა ალექსანდრუპოლისში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია და, უწყების ცნობით, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

„თესალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close