მსოფლიოტექნოლოგიები

ჩაძირულ „ტიტანიკზე“ ახალი ექსპედიცია დამტკიცდა – რას მოძებნიან მკვლევარები?

ფედერალურმა მოსამართლემ ერთ-ერთ სამაშველო კომპანიას უფლება მისცა, განახორციელოს გეგმა, რომლის მიზანიც იმ ტელეგრაფის აღმოჩენაა, რომლითაც „ტიტანიკი“ ჩაძირვისას შველას ითხოვდა.

კომპანია RMS Titanic, Inc-ი დისტანციური მართვის ხომალდის შეგზავნას აპირებს „ტიტანიკის“ ე. წ. მარკონის კომპლექტში, ოთახში, საიდანაც 108 წლის წინათ, აისბერგთან შეჯახების შემდეგ, ოპერატორებმა დახმარების სათხოვნელად მორზეს ანბანით ზარები განახორციელეს.

მოსამართლის განჩინებით, ამ რადიოს საკმარისი ისტორიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ღირებულება აქვს, რათა ეს ექსპედიცია განხორციელდეს.

„რომ არა ეს რადიო, ვერ გაიგზავნებოდა განგაშის სიგნალები, ვერ გადარჩებოდა ვერავინ და შეიძლება, „ტიტანიკი“ ვერც ვერასოდეს გვეპოვნა“, – ამბობს RMS Titanic, Inc-ის პრეზიდენტი ბრეტონ ჰანჩაკი.

მოსამართლემ გააუქმა ის 2000 ორდერი, რომლებიც კომპანიას გემთან მიახლოებას უკრძალავდა. ახლა, 20 წლის შემდეგ, არსებობს იმის საშიშროება, რომ თუ ექსპედიცია დროულად არ შედგა, ის შეიძლება ვეღარასოდეს განხორციელდეს.

„მარკონის კომპლექტი რკინის დეტალებისგან შედგება, რომლებიც თანდათან იშლება და, შესაბამისად, თუ ექსპედიცია დროულად არ შედგა, მალე ისინი სამუდამოდ დაიკარგება“, – აღნიშნავს ჰანჩაკი.

მისია აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში შედგება, თუკი ამის საშუალება ჯგუფს კორონავირუსის პანდემიამ მისცა.

დისტანციური მართვის ხომალდს ოპერატორები „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას მცურავი გემიდან გააკონტროლებენ.

ხომალდს ისინი წყალში, გემისკენ ჩაუშვებენ; ეს უკანასკნელი მარკონის კომპლექტს მოძებნის, შემდეგ კი ამ ოთახში შევა, გადაიღებს ფოტოებს და სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით მარკონის ტელეგრაფს ამოიღებს.

ამ ნაწილის ამოსაღებად სასამართლომ კომპანიას გემის გარკვეული ნაწილის გაჭრის უფლებაც მისცა, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანონ „ტიტანიკი“.

„სახურავზე ბევრი ხვრელია და შესაძლოა ოთახში ამ გზითაც შევაღწიოთ“, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

კომპანიისათვის ეს ამ სახის პირველი ოპერაცია არ იქნება. ჩაძირულ გემებზე მისიებს ის 1980-იანი წლებიდან ახორციელებს და უკვე შეგროვებული აქვს ზღვიდან ამოღებული 5000-ზე მეტი ნივთი.

მარკონის ტელეგრაფმა შეიძლება აღადგინოს ის შეტყობინებები, რომლებიც „ტიტანიკმა“ ჩაძირვამდე გააგზავნა და მიიღო. კატასტროფას დაახლოებით 1500 ადამიანი ემსხვერპლა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close