ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებიnews

ინდოეთში მაკაკამ ბანკომატი გაძარცვა (ვიდეო)

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მაკაკამ ბანკომატი გაძარცვა. ამის შესახებ Times Of India წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბანკომატი შენობაშია განთავსებული და მისი გატეხის შესახებ სამართალდამცველებს იქ მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებმა შეატყობინეს. „ბოროტმოქმედმა“ აპარატის გახსნა მოახერხა. პოლიციელებმა მისი ვინაობის დასადგენად კამერების ჩანაწერების ნახვა გადაწყვიტეს.

აღმოჩნდა, რომ დანაშაული მაიმუნმა ჩაიდინა. ის ბანკომატს ჩამოეკიდა, რის შემდეგაც აპარატი გაიხსნა. ამის შემდეგ ცხოველი რამდენიმე ხანს ბანკომატის შიგთავსს აკვირდებოდა, შემდეგ კი „დანაშაულის ადგილი“ დატოვა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close