ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 მაისი

11 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ მძიმე საკვები (ცომეული, შემწვარი და ცხიმიანი). იდეალური იქნება მარტივი და ჯანსაღი კვება. კარგი იქნება, თუ განტვირთვის დღეებიც გექნებათ.

 

ვერძი                                                               

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შესაძლებლობა ექნებათ გააოცონ ხელმძღვანელობა და კოლეგები. წარმოაჩინეთ თქვენი ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა, რომ თავი გაართვათ რთულ ამოცანას. არ ინერვიულოთ, შესანიშნავად შეძლებთ. 11-იდან 13 მაისამდე გააკონტროლეთ თქვენი ემოციები. ეს შეიძლება თვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დღეები იყოს.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კურო

საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ახლა უსიამოვნოდ გაგაოცოთ. მთავარია ეს სიტუაცია გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გახსოვდეთ: ყველაფერი უკეთესობისკენ! თავისუფალი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას – წაიკითხეთ მეტი წიგნი, დაესწარით საინტერესო კურსებს, ჭკვიან ადამიანებს ეკონტაქტეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ტყუპი

სიზარმაცე ახლა თქვენი მთავარი მტერი გახდება. ამის გამო შეიძლება დროზე ვერ შეასრულოთ სამუშაო სამსახურში, აგრეთვე, ახლობლები დააღალატოთ. თავი ხელში აიყვანეთ! წონის დაკლება ტყუპებისთვის ამ პერიოდში რთული იქნება, რადგან მათ ირგვლივ ძალიან ბევრი ცდუნებაა. მოუწევთ როგორმე წინააღმდეგობა გაუწიონ მათ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ 11-იდან 13 მაისამდე პერიოდში ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით ისარგებლეთ. შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელსაც მარტო ვერ გადაჭრით, მაგრამ არის კარგი ამბავი: მაისის შუა რიცხვებში ვითარება დასტაბილურდება. კვების დროს ზომიერება დაიცავით.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ლომი

შეიძლება თქვენდა უნებურად სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ დაუყოვნებლივ გაარკვიოთ ყველაფერი: ეს რთული ფიგურები არაფერში გჭირდებათ. ახალი საზაფხულო სეზონი ლომებს ბევრ ახალ აღმოჩენას და კარგ განწყობას ჰპირდება.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

13 მაისს მიაქციეთ ყურადღება მოვლენებს, რომლებიც თქვენთვის მოხდება. მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლა დიდი შესყიდვები განახორციელოთ, ისინი ღირებული იქნება. აი, მეგობრებთან შეხვედრები კი უმჯობესია გადადოთ, საღამოები სახლში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

სასწორი

ახალ ნაცნობებს ახლა მარტივად და ბუნებრივად შეიძენთ. გადახედეთ ახალშეძენილ მეგობრებს: იქნებ მათ შორის არის განსაკუთრებული ადამიანი? თქვენს ბინას დასუფთავება დასჭირდება. არ გადადოთ სხვა დროისთვის: მოგვიანებით უწესრიგობის მოგვარება უფრო რთული იქნება.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

კვირის დასაწყისში შესაძლებელია ფინანსური სირთულეები. მათ გამკლავებაში ოჯახის წევრები და მეგობრები დაგეხმარებიან. ნუ შეგრცხვებათ, რომ მათ დახმარებისთვის მიმართოთ. გაციების პირველი ნიშნებისთანავე ექიმს მიმართეთ: შესაძლებელია გართულებები. საერთოდ, საკუთარ თავს უფრო ყურადღებით მოეპყარით.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მშვილდოსანი

თუ ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით, შესაძლებელია ბევრი კარი თქვენთვის თავისით გაიხსნას. ოფისში ნუ დააყოვნებთ ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ საოჯახო საქმეებში პირველობა თქვენს პარტნიორს/მეუღლეს დაუთმეთ. თავს კარგი დასვენების უფლება მიეცით!

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

დაბნეულობა და უყურდღებობა სამსახურში თქვენი მეგზურები იქნებიან. ამან შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. შეეცადეთ ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ბავშვებს ახლა ყურადღება სჭირდებათ: თავისუფალი დრო მათ დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მერწყული

თუ განწყობა მინიმალურ დონეზეა, შეეცადეთ აიმაღლოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით! კერძოდ, დიდი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, დაკავდით საყვარელი საქმეებით. ამ დღეებში მნიშვნელოვანია ქაღალდების და ძველი ნივთების გადარჩევა. შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბოს.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ახლა შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული. არ ინერვიულოთ, თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს ზურგს უკან შეიძლება უსიამოვნო ჭორები აგორდეს. შეაჩერეთეს ხმები თავიდანვე, ის ადამიანები კი, რომლებიც ამ მითქმა-მოთქმის ინიციატორები არიან, თქვენი გარემოცვიდან ამოშალეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close