რა უნდა ქნა, თუ ჩოგბურთის კორტებზე წასვლის შესაძლებლობა არ გაქვს და ჩოგბურთის თამაში გინდა? – გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, ჰოდა, ამ ლიგურიელმა გოგონებმაც მოძებნეს. იტალიური გამოცემა „ანსა“ აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ ეთამაშება ჩოგბურთს ერთმანეთს ორი გოგონა მეზობლად მდებარე სახლების აივნებიდან. სანახაობა ნამდვილად შთამბეჭდავია.
კომენტარები