მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იგი 7 აპრილს გადაიყვანეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ექიმების გადაწყვეტილებით, აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა ჯერ უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერი კორონავირუსით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაინფიცირდა და არა საავადმყოფოში მუშაობისას.

მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close