მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

ესპანეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. დღეიდან ესპანეთში ქარხნებისა და სამშენებლო კომპანიების ნაწილი ამუშავდება.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი შეზღუდვები ესპანეთში 27 მარტიდან ამოქმედდა.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ესპანეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. კერძოდ, პოლიცია 10 მილიონ პირბადეს დაურიგებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ.

ამასთან, გამოქვეყნდა „უსაფრთხოების პროტოკოლი“, რომლის დაცვაც სავალდებულოა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც დღეიდან მუშაობას განაახლებენ.

აღნიშნული პროტოკოლით, დასაქმებულებს მოუწევთ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადებიის გამოყენება. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ საგნების დეზინფექცია, რომლებიც დასაქმებულებს თან დააქვთ. მაგალითად, მობილური ტელეფონი, სათვალე და ა. შ.

სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს მუშაობა მხოლოდ იმ ობიექტებზე შეეძლებათ, რომლებიც დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს. ბინებში რემონტის ჩატარება კვლავ აკრძალული რჩება.

1tv.ge

p. s. ამ დროისთვის ესპანეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 169 496 შემთხვევა (2665 – გასულ 24 საათში). ამ მაჩვენებლით ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის (560 433) შემდეგ; ჯამში კორონავირუსის ეპიდემიამ ქვეყანაში 17489 ადამიანი იმსხვერპლა (+280 გასულ დღე-ღამეში) და ამ მაჩვენებლით  ესპანეთი მესამე ადგილზეა აშშ-ის (22 115) და იტალიის (19 889) შემდეგ. სამაგიეროდ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით (64 727) ესპანეთი საპატიო მეორე ადგილს (პირველ ადგილს – ევროპაში) იკავებს  ჩინეთის (77 663) შემდეგ. მესამე ადგილზე გერმანიაა, სადაც კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანების თითქმის ნახევარი ((64 300) უკვე განიკურნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close