იტალიასაზოგადოება

იტალიურმა მაფიამ კარანტინში მყოფი მოქალაქეების საკვებით მომარაგება დაიწყო

მაშინ, როდესაც იტალია მთელი ძალისხმევით ცდილობს გამოვიდეს კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან, ადგილობრივი მაფია მოსახლეობის მხარდაჭერას იწყებს.

ისინი მოქალაქეებს უფასოდ ურიგებენ საჭმელს, უსაფრთხოებისთვის საჭირო ნივთებს.

The Guardian-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ მაფიოზურ ბანდებს სიცილიის, აპულიის და კალაბრიის ყველაზე ღარიბ რეგიონებში დახმარება ჩააქვთ.

„მალე მაფია მთლიანად გადაიბარებს სხვადასხვა ოჯახებზე ზრუნვის საკითხს და, შესაბამისად, თავის კანონებს დააწესებენ“, – ყვება ანტიმაფიის საპოლიციო განყოფილების გამომძიებელი ნიკოლა გრატერი.

მარტის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაციამ „ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა“ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „დანაშაული და ინფექცია. პანდემიის გავლენა ჯგუფურ დანაშაულზე“.

ანგარიშში თითოეული საკითხი ცალ-ცალკეა განხილული. ცალკე არის გამოყოფილი იტალიური მაფიაც.

სიცილიის კუნძულზე – ისტორიული კოზა ნოსტრა, კალაბრიაში – ნდრანგეტას დაჯგუფება და ნეაპოლური კლანი კამორა – იტალიური მაფია ცდილობს სარგებელი იპოვოს ეკონომიკურად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისგან, რომლის მშპ მომდევნო კვარტალში, ეკონომისტების ცნობით, 7%-ით შემცირდება, უამრავი კომპანია კი გაბანკროტების პირას დგას.

„სად დებდნენ ისინი ინვესტიციებს წლების განმავლობაში? მულტისერვისულ კომპანიებში – სასადილოები, წმენდა, დეზინფექცია, ნარჩენების უტილიზია, ტრანსპორტირება, დაკრძალვა, ნავთობისა და საჭმლის მიწოდება. მაფიამ იცის, რა გაკლიათ და ამას მოგაწვდით თავიანთი პირობების შესაბამისად“, – აღნიშნავს ანტიმაფიოზური მკვლევარი რობერტო სავიანო Repubblica-სთან ინტერვიუში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close