საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 200-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 48 ადამიანი

დღეს დილით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიღწია. გუშინ დღის ბოლოსთვის 196 შემთხვევა იყო დადასტურებული.

დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არის ერთი 14 წლის მოზარდი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა „საშუალო სიმძიმისაა“. გუშინ კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა მოზარდის ოჯახის 2 წევრს.

უკვე გამოჯანმრთელდა SARS-CoV-2-ით ინფიცირებული 48 მოქალაქე, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა, სამივე ქალი. გარდაცვალების მესამე შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა – COVID-19-ის მსხვერპლი 86 წლის ქალია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებდნენ თანმხლები დაავადებების გამო.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა, 79 წლის ქალი ​თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი პაციენტიც ქალია – 81 წლის.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close