ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველთა საყურადღებოდ! – საელჩოს განცხადება

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი.

„ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე! https://www.georgian-airways.com გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close