მოგზაურობა

„ჯორჯიან ეარვეისი“ 7 აპრილის ათენის რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 7 აპრილის ათენის რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საბერძნეთში გამგზავრების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ საბერძნეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას თბილისში და აცნობონ, რომ ბრუნდებიან ქვეყანაში.

„2020 წლის 30 მარტიდან საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დააწესა ძალიან მკაცრი შეზღუდვები საზღვარგარეთიდან საბერძნეთში რეპატრიაციის მსურველთათვის. დასახელდა მხოლოდ სამი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ საბერძნეთში დაბრუნება. ეს ეხება როგორც ბერძნებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა.

ბილეთის შეძენამდე, ყველა დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს საბერძნეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას თბილისში, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 32 2914974, +995 32 2938981.

მათ პირად მონაცემებს და გამგზავრების მიზეზს საელჩო აცნობებს საბერძნეთის კომპეტენტურ ორგანოებს, რადგან ჩასვლისთანავე ყველა მგზავრი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნება დახურულ საკარანტინო ცენტრში.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი გადაწყვეტს გამგზავრებას საელჩოსთვის მისი მონაცემების შეტყობინების გარეშე, ან პირი არ მიეკუთვნება სამი ჯგუფიდან ერთ-ერთს, ისინი დაბრუნებულნი იქნებიან საქართველოში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც გაემგზავრნენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საბერძნეთის მოქალაქეები“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close