კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 89 წლის გერმანელი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული პაემანზე საზღვარზე დადიან. ამის შესახებ გამოცემა Spiegel Online-ი წერს.
ორ კვირაზე მეტია, 89 წლის გერმანელი, ჩრდილოეთ ფრიზიის მკვიდრი კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული, ინგა რასმუსენი ერთმანეთს ვეღარ სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ისინი პაემანზე სასაზღვრო პუნქტზე დადიან.
გამოცემის ცნობით, ჰანსენი ყოველდღე პაემანზე ელექტროველოსიპედით, რასმუსენი კი ავტომობილით დადის. სასაზღვრო პუნქტზე ისინი თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე სხედან, ყავას სვამენ, ორცხობილას მიირთმევენ და საუბრობენ.
„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით“, – ამბობს 85 წლის ინგა რასმუსენი, რომელმაც ჰანსენი ორი წლის წინ გაიცნო და ხანდახან მის სახლში რჩებოდა ხოლმე.
imedinews.ge
კომენტარები