იტალიასაზოგადოება

სოფელი ლომბარდიაში, სადაც კოროვირუსი არ არის

პავიის პროვინციის სოფელი ფერერა ერბონონე (Ferrera Erbognone) ლომბარდიის ცენტრში მდებარეობს, აპენინის ნახევარკუნძულზე COVID-19-ის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, მაგრამ ფერერა ერბონონეს 1000-ზე მეტ მკვიდრს შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი 60 წელს გადაცილებული ადამიანია, კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თავად სოფლელები თვლიან, რომ მათი ორგანიზმი სპეციფიკურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

„ეს ანტისხეულების გამოა, დიახ. ჩვენ სახლიდან გამოვდივართ, მაგრამ არ ვინფიცირდებით“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

„ამ ფენომენის გამოსაკვლევად დიაგნოსტირება უნდა ჩატარდეს. ვერ ვიტყვით, რომ ვირუსის მატარებლები არ გვყავს, გამორიცხული არაა, რომ ამის მიზეზი ანტისხეულების არსებობაა, მაგრამ ეს მეცნიერებამ უნდა გადაამოწმოს და დაამტკიცოს, ბოლო სიტყვა მასზეა“, – ამბობს ფერერა ერბონონეს მერი ჯოვანი ფასინა.

მისივე სიტყვებით, ამის მიზეზი გენეტიკა არ არის,  მერი ვარაუდობს, რომ სოფლის ბევრ მცხოვრებელს ჰქონდა შეხება ვირუსთან, მაგრამ დაავადება ყველა შემთხვევაში უსიმპტომოდ წარიმართა. მისივე თქმით, საინტერესო იქნება, რა შედეგი ექნება კვლევას, რომლის მიზანია, დაადგინოს, ანტისხეულები საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ მოსახლეობას იმუნიტეტი ჰქონდეს კორონავირუსის მიმართ. „ჩვენ შევძლებდით დაგვედგინა იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა“, – აცხადებს მერი.

ყველაფრის მიუხედავად სოფლის მცხოვრებლები კარგად იცავენ დაწესებულ შეზღუდვებს.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close