საქართველოსაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამრიგად, საქართველოში მთლიანობაში COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
1tv.ge
კომენტარები