ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 მარტი – 5 აპრილი

30 მარტიდან 5 აპრილამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ვარსკვლავები გვირჩევენ, ამ პერიოდში შემოქმედებით დავკავდეთ. სწორედ ახლა შეიძლება დაიბადოს ნამდვილი შედევრი! ამ კვირაში ვარსკვლავების რჩევით დაასრულეთ სამუშაო და შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ახლა შეიძლება ტექნიკური პრობლემებისა და საგანგებო სიტუაციების ალბათობა გაიზარდოს.

 

ვერძი

არც ისე იოლი დრო გელოდებათ, თუმცა ეს პერიოდი  სასიამოვნო ფაქტით დასრულდება. მხარდაჭერისთვის ახლა უმჯობესია ოჯახს მიმართოთ და არა – მეგობრებს. ზოგიერთი გეგმა, რომლის განხორციელებაც ახლო მომავალში გსურდათ, ჩაიშლება. იმედგაცრუებას იგრძნობთ, მაგრამ მალე დარწმუნდებით, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება უკეთესია.

სასიკეთო დღეები: 30, 2

არასასიკეთო დღე:  1

 

კურო

„რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“ – ამ კვირაში ეს არ დაივიწყოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც ახლახან გაიცანით, არსებობს რისკი, რომ თქვენი შეხედულება და შთაბეჭდილება არასწორი აღმოჩნდეს. ოჯახში შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას. შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და  არ დაძაბოთ მდგომარეობა.

სასიკეთო დღეები: 30, 5

არასასიკეთო დღე:  2

 

ტყუპი

ნაჩქარევად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს და გარშემო მყოფებს ნუ მისცემთ საშუალებას, გავლენა მოახდინონ თქვენზე. ახლა მნიშვნელოვანია ცივი გონებით იმოქმედოთ. პერიოდი ხელსაყრელია დაგროვილი რუტინული საქმეების დასრულებისთვის. დაუთმეთ მათ სამუშაო დღეები, შაბათ-კვირა კი თბილ ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3

არასასიკეთო დღე:  31

 

კირჩხიბი

ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითსრულყოფისთვის. ახლა შესაძლებელია და საჭიროა კიდეც განათლების მიღება, რაიმე საქმის დაწყება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. არ შეგეშინდეთ შესაძლო ფინანსური პრობლემების: ამ საკითხში წარმატებები თქვენს მხარეს იქნება. მნიშვნელოვანი ნაცნობობა გელით.

სასიკეთო დღეები: 2, 4

არასასიკეთო დღე: 1

 

ლომი

ბოლოს და ბოლოს, საგაზაფხულო განწყობა გექნებათ. საზრუნავი შეგიმცირდებათ, საკითხები, რომლებიც გადაუჭრელი ჩანდა, თავისთავად მოგვარდება. შეეცადეთ ახლა თანამოაზრეებთან ერთად გუნდურად იმუშაოთ და არ ინანებთ. მარტო თქვენ ვერ შეძლებთ კარგი შედეგების მიღწევას.

სასიკეთო დღეები: 30, 4

არასასიკეთო დღე:  2

 

ქალწული

უმჯობესია უახლოეს მომავალში რთული სამუშაო სხვებს გადააბაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალა არ გეყოფათ. შეეცადეთ უფრო ხშირად შეეხმიანოთ მეგობრებს. ოჯახურ ურთიერთობებში წამყვანი როლი მეორე ნახევარს დაუთმეთ. შემოქმედ ადამიანებს ახლა შთაგონების პერიოდი ექნებათ, გამოიყენეთ თავისუფალი დრო და საქმეს შეუდექით.

სასიკეთო დღეები: 30, 3

არასასიკეთო დღე:  4

 

სასწორი

ჯერ ვერ დაიწყებთ რაიმე მნიშვნელოვან პროექტებს, ასევე არ ღირს მომავლის გეგმების შედგენა. განიტვირთეთ, სიმშვიდის პერიოდია: ეს ის დროა, როცა საჭიროა ცხოვრების რიტმი შეანელოთ და კარგად დაისვენოთ. თუ გსურთ შინაური ცხოველი გყავდეთ, ამ კვირაში შესაფერისი დროა.

სასიკეთო დღეები: 3, 5

არასასიკეთო დღე:  31

 

მორიელი

ახლა ნამდვილად რომანტიკული პერიოდი გელით. შეყვარებული გაგაკვირვებთ ინიციატივითა და აქტიურობით: თამამად ენდეთ მას! სამსახურში შეიძლება თქვენ წინააღმდეგ ინტრიგები მოაწყონ. არ ჩაერთოთ გარჩევებში, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თქვენს უშუალო მოვალეობებზე იზრუნეთ.

სასიკეთო დღეები: 1, 5

არასასიკეთო დღე:  31

 

მშვილდოსანი

ენერგეტიკულად ძლიერი დღე გელით 30 მარტს. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სწორედ ამ რიცხვში, თუნდაც სკაიპით. ფულთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება კვირის ბოლოს წარმოიშვას, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. ფრთხილად იყავით: დიდია ტრავმის რისკი.

სასიკეთო დღეები: 3, 5

არასასიკეთო დღე:  1

 

თხის რქა

ოჯახური ურთიერთობა – ეს არის ის, რაზეც ახლა კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ. ურთიერთობა უფროს თაობასთან შეიძლება რთული და დაძაბული აღმოჩნდეს. გამოიჩინეთ მოქნილობა, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.  სამსახურში უფროსები დააფასებენ თქვენს შრომას: გამორიცხული არ არის, რომ პრემია მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 5

არასასიკეთო დღე:  2

 

მერწყული

იდეალური პერიოდია ნებისმიერი მოლაპარაკებისა და სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის. ვარსკვლავები ამ კუთხით წარმატებას გპირდებიან.  მნიშვნელოვანია კარგი განწყობა შეინარჩუნოთ და თქვენს შემოქმედებით ძალებს მობილიზაცია გაუკეთოთ. ზოგიერთ მეგობართან შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას. ნუ დაძაბავთ სიტუაციას: მიეცით ადამიანებს დრო და ყველაფერი მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 3, 4

არასასიკეთო დღე: 31

 

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობას ახლა იღბალი მაინცდამაინც არ სწყალობს, თუმცა შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე დაგიფასდებათ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია იმედგაცრუება, მაგრამ ვარსკვლავები გამხნევებენ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გახსნილი და კომუნიკაბელური იყავით.

სასიკეთო დღეები: 1, 5

არასასიკეთო დღე: 3

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close